თეონა აქუბარდია - სისტემისთვის მთავარი ძალაუფლებაა და არა უბრალო ადამიანები - გასაგებია, რატომ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და რატომ უწევთ მოხალისეებს ყველა სამაშველო ოპერაციაში ჩართვა იმაზე ადრე, ვიდრე სახელმწიფოს

მთავარი თემა, რისთვისაც ეს სისტემა არსებობს, არის ბიძინა ივანიშვილის ფული და ძალაუფლება და არა უბრალო ადამიანები, რომლებიც დიდთოვლობის პროცესში შველას ითხოვენ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

აქუბარდიამ ისაუბრა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ დღეს ყველაზე თვალხილულია შესაძლებლობა, რომელიც ისტორიის განმეორებასთან დაკავშირებით არსებობს.

მისი განმარტებით, “ქართული ოცნება” რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე, დღეს აღარ საუბრობს და ცდილობს, მისი კვალი, როგორც აგრესორის, საბჭოთა ოკუპაციიდან და აგვისტოს ომიდან წაშალოს.

“მთავარი თემა, რისთვისაც ეს სისტემა არსებობს, არის ბიძინა ივანიშვილის ფული და ძალაუფლება და არა უბრალო ადამიანები, რომლებიც დიდთოვლობის პროცესში შველას ითხოვენ და როდესაც მთელი სისტემა არის ივანიშვილის ფულის დასაცავად - მომიტინგეებისთვის ჯარიმების მისატანად, მომიტინგეების დასარბევად და არა იმისთვის, რომ სისტემამ დაიცვას მოქალაქეები, რაც მთავარი ვალდებულება არის კონსტიტუციით, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და რატომ უწევთ მოხალისეებს ყველა სამაშველო ოპერაციაში ჩართვა იმაზე ადრე, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოხდება.

ახლა მოვდივარ აქციიდან, რომელიც სხვადასხვა ლოკაციიდან გმირთა მოედანზე შეერთდა, რომელიც 25 თებერვლის - საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იმართება და არასდროს ასე არ განმიცდია დღევანდელი დღე იმიტომ, რომ ყველაზე თვალხილული არის ის შესაძლებლობა, რომელიც ისტორიის განმეორებასთან დაკავშირებით არსებობს და დღეს, როდესაც უამრავი მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ამ ვითარებაში, როდესაც შენ გყავს რეჟიმი, რომელიც კრემლის დასაყრდენია საქართველოში, ის, რომ რუსეთზე საერთოდ აღარ საუბრობენ თუნდაც ოკუპაციის დღეს, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მთელი საინფორმაციო შტურმია იმის, რომ რუსეთის, როგორც აგრესორის კვალი არა თუ 2008 წლის აგვისტოს ომში წაშალონ, არამედ, მათ შორის, 1921 წლის ოკუპაციის ფაქტში”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებას ოპოზიციის მიმართ, რომელმაც ოპონენტები სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.

აქუბარდიას თქმით, “იმაზე მეტი უბედურება რა უნდა დაემართოს კაცს, რომელსაც თავი ქართველი ჰგონია, რომ კრემლს გულშემატკივრობდეს და მტრის საქმეს აკეთებდეს”.

“კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოწერილი მეთოდებია - დეზინფორმაცია, მანიპულაცია, ისტორიის გადაწერა, როგორც პუტინმა დაგვაბრალა გენოციდი და, მათ შორის, ომი, ასე დააბრალა ივანიშვილმაც საქართველოს ომი, ის საგამოძიებო კომისია რისთვისაც შექმნეს, ესეც გასაგებია - ომი რომ ისევ საქართველოს დააბრალონ და არა რუსეთს, რომელმაც რეალურად დაიწყო ეს ომი.

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” მთავარი პროპაგანდისტი ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში მათი ინტერესია და “ქართული ოცნებაც” ამას იმეორებს, პირდაპირ აჩვენებს იმას, თუ ვის ინტერესს ატარებენ. იმაზე მეტი უბედურება რა უნდა დაემართოს კაცს, რომელსაც თავი ქართველი ჰგონია, რომ კრემლს გულშემატკივრობდეს და მტრის საქმეს აკეთებდეს, შესაბამისად, რაც არ უნდა თქვას შალვა პაპუაშვილმა ან ირაკლი კობახიძემ, თავი რომ პრემიერი ჰგონია, აბსოლუტურად გასაგებია, ისინი ვის ემსახურებიან და სად დგანან”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს