დეა მეტრეველი - თეატრებში შესატანი ცვლილებები რეპრესიული ხასიათისაა და ემსახურება მხოლოდ ერთს - მაქსიმალურად მკაცრად დაუქვემდებარონ თეატრები რეჟიმის პარტიულ ვერტიკალს

თეატრებში შესატანი ცვლილებები არის რეპრესიული ხასიათის და არ ემსახურება ქართული თეატრის გაძლიერებას - ეს ემსახურება მხოლოდ ერთს - მაქსიმალურად მკაცრად დაუქვემდებარონ თეატრები რეჟიმის პარტიულ ვერტიკალს, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრი, დეა მეტრეველი კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, თეატრებს ერთპიროვნულად დირექტორი უხელმძღვანელებს, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა, გაუქმდება.

მისივე თქმით, ცვლილებების ინიციატორი არა კულტურის კომიტეტია, არამედ იურიდიული კომიტეტი, რომელსაც „არანაირი წარმოდგენა არ აქვს, იმ კომპლექსური საქმიანობის თაობაზე, რომელიც თეატრებში ხორციელდება“.

„თეატრებში შესატანი ცვლილებები არის რეპრესიული ხასიათის და არ ემსახურება ქართული თეატრის გაძლიერებას. უცნაურია, რომ თეატრებში ახალი კანონით უქმდება სამხატვრო, საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა და დაგეგმილია თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის სრული დაქვემდებარება ადმინისტრაციულ და ფინანსურ დირექტორზე, რაც, რა თქმა უნდა, ქართულ თეატრს დაასუსტებს. ამავდროულად ნიშანდობლივია, რომ ამ ცვლილებების ინიციატორი არა კულტურის კომიტეტია, არამედ იურიდიული კომიტეტი, რომელსაც როგორც ჩანს, არანაირი წარმოდგენა არ აქვს, იმ კომპლექსური საქმიანობის თაობაზე, რომელიც თეატრებში ხორციელდება. ასევე, იმ გამოწვევების თაობაზე, რომელიც თეატრებს აქვს. ეს ემსახურება მხოლოდ ერთს - მაქსიმალურად მკაცრად დაუქვემდებარონ თეატრები რეჟიმის პარტიულ ვერტიკალს.

აღნიშნული ცვლილებებით ჩვენ ვხედავთ ერთგვარ სადამსჯელო ოპერაციას, რომელიც რეჟიმმა თავისუფალი ქართული თეატრების მიმართ განახორციელა, რომლებმაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ძალიან პრინციპული და ღირსეული პოზიცია დაიკავეს, ქვეყანაში რეჟიმის მხრიდან წარმოებული ძალადობრივი და უკანონო პოლიტიკის მიმართ“, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

ცნობისთვის, თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელი უქმდება. „ქართული ოცნებისა” და „ხალხის ძალის” დეპუტატების ავტორობით პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, თეატრებს ერთპიროვნულად თეატრის დირექტორი უხელმძღვანელებს, სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა კი, უქმდება.

პროფესიული თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ მოწესრიგებას “პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც შემოქმედებით მიმართულებას განსაზღვრავს და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, კანონი თეატრის დირექტორის თანამდებობას ითვალისწინებს, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას ახორციელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე