პაველ ჰერჩინსკი - ყოველ წელს ვხარჯავდით საქართველოში 85-100 მილიონ ევროს, რომლის უდიდესი ნაწილი გადაეცემოდა მთავრობას - ახლა, USAID-ის მიერ დაფინანსების შეჩერების ფონზე, ვცდილობთ გავზარდოთ  სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარება

ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირი ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას და საქართველოს სურვილს, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემოდა და დაახლოებით 50 პროცენტი მიმართული იყო პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისკენ.

„დიდი ნაწილი გადაეცემოდა ჩვენს განმახორციელებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობენ. მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება. ასე რომ ფული, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საქართველოს სამინისტროებში მიდიოდა, შეჩერდება და ვცდილობთ, რომ სულ მცირე ამ ფულის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გადავამისამართოთ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, არსებობს ბევრი სხვადასხვა პროექტი და დიდი თანხა იხარჯება სხვადასხვა აქტივობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომელიც ფოკუსირებულია რეგიონებზე, ადგილობრივი თემების მდგრადობაზე, გარემოს დაცვაზე, თანასწორობაზე, განათლებაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ასევე, ჩვენი წევრი სახელმწიფოებიდან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას და ვიცი, რომ განსაკუთრებით ახლა, USAID-ის გადაწყვეტილების კონტექსტში, შეუჩეროს დაფინანსება 3 თვით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკიდურესად ღირებულ სამუშაოს ახორციელებს ადგილობრივი თემებისთვის, მათ ეს დახმარება სჭირდებათ და ამიტომ ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი დახმარება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბევრი ეს სამოქალაქო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია რთულ მდგომარეობაშია კანონმდებლობის, ნარატივების, დაშინების გამო, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან