ანა ნაცვლიშვილი - როცა რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, ეჭვის სივრცეს აღარ ტოვებს, რომ  „ქართული ოცნება" ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება

როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, აღარანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ეჭვისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ევროკავშირი დღიურად 120 ევროს ოდენობით აფინანსებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს.

„როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ძალადობას აპროტესტებენ, ეს აღარ ტოვებს აღარანაირ სივრცეს ეჭვისათვისაც, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ იმ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფოს დაზვერვა და ეს დღესავით ნათელი მტკიცებულებაა, თუ ვის წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. ისინი დღეს არა ქართველ ხალხს, არამედ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა