სალომე ზურაბიშვილი - არ ვცდილობ ოპოზიციის გაერთიანებას, ეს არ არის ჩემი მიზანი -  არ ვარ ერთიანი სიების მომხრე იმიტომ, რომ ვთვლი, ამ ქვეყანას ყველაზე მეტი ერთპარტიულობამ დაუშავა, საჭიროა მივეჩვიოთ მრავალპარტიულობას

მე არ ვცდილობ ამ ოპოზიციის გაერთიანებას, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი. მე არ ვარ ერთიანი სიების მომხრე იმიტომ, რომ ვთვლი, ამ ქვეყანას ყველაზე მეტი ერთპარტიულობამ დაუშავა, ამიტომ, საჭიროა მივეჩვიოთ მრავალპარტიულობას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, თუ ოპოზიციას დასჭირდა, ის იქნება ლიდერი, მაგრამ არა ერთპიროვნული და არა დიდი ხნით.

„მე არ ვცდილობ ამ ოპოზიციის გაერთიანებას, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი. მე ვცდილობ იმას, რომ იყოს იმ ზომის ერთობა, რომელიც აძლიერებს ოპოზიციას და ყველა მის ნაწილს. ამ ფორმით იყო სწორედ წარდგენილი და დღესაც ძალაშია ქარტია იმიტომ, რომ ქარტია არის ერთობის პროგრამა - როცა დაბრუნდება ოპოზიცია ძალაუფლებაში და ეს შეიძლება იყოს მრავალპარტიული.

მე არ ვარ ერთიანი სიების მომხრე იმიტომ, რომ ვთვლი, ამ ქვეყანას ყველაზე მეტი ერთპარტიულობამ დაუშავა, ამიტომ, საჭიროა მივეჩვიოთ მრავალპარტიულობას. რთულია, ამიტომ, ვცდილობ, მათ შორის კოორდინაციით, რომ არ იყოს დაპირისპირება. ერთი არის ერთად რაღაც საქმის კეთება და გააკეთეს საქმე - სტრასბურგში რომ ჩავიდნენ ერთად, ამით ძალიან მაგარი საქმე გააკეთეს, ესე იგი, შეუძლიათ. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი შეუძლიათ, თუ არ იქნება ცრუ იმედები, რომ უცებ შეიქმნება ერთიანი, მონოლითური ოპოზიცია, თავისი ერთი ლიდერით.

მე ვიქნები სხვა ტიპის ლიდერი, თუ ასეთი ლიდერი დასჭირდა ოპოზიციას. მე არ ვიქნები ერთპიროვნული. ჯერ ერთი, დიდი ხნით არ ვიქნები ლიდერი, თუ უნდა ვიყო, მაგრამ ესეც მოვლენებზეა დამოკიდებული.

მთავარი არის ერთობა იმ მიმართულებაზე, საითკენაც მივდივართ და მგონი, ყველამ უნდა ჩაიხედოს ხელახლა ქარტიაში, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, ისევ უნდა მოაწეროს.

ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნა ევროპელებისადმი არის ის, რომ მოგვცენ იმის პირობა, რომ ჩვენ როგორც კი დავუბრუნდებით ამ გზას, აღარ დაგვაკავებენ ამ გზაზე და მოგვცემენ საშუალებას, რომ სწრაფად აღვადგინოთ ის დაკარგული დრო, რაც ამათმა (“ქართულმა ოცნებამ”) დაგვაკარგვინეს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ეს ურთიერთობები და ეს ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს, როგორც კი ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვუბრუნდებით ჩვენს უალტერნატივო გზას”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია და საზოგადოება ახლა არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, რათა არ განმეორდეს ის, რაც წინა არჩევნებზე მოხდა. მისი განმარტებით, ის მოხალისეები, რომლებიც ახლა სტიქიის ზონაში მუშაობენ, კომისიის წევრები და დამკვირვებლები უნდა იყვნენ, რადგან ისინი არიან საზოგადოების ძალა.

“ჩვენ თუ ველოდებით იმას, რომ მთლიანად დაინგრეს სისტემა, შეიძლება ასეც მოხდეს, არ არის გამორიცხული, მაგრამ, ამავე დროს ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არ შეიძლება, ველოდოთ, როდის დაინიშნება არჩევნები იმისთვის, რომ მოვემზადოთ. ეს არის ის, რაც მოხდა წინა არჩევნებზე, რომ ამ “რუსული კანონის” გამო და ბევრი რამის გამო, აქცენტი გადავიტანეთ სხვა რაღაცაზე და არა არჩევნების მომზადებაზე.

დღეს რომ ვუყურებ ამ მოხალისეებს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ კომისიებში, რომლებიც უნდა იყვნენ დამკვირვებლები, რომლებსაც არ შეეშინდებათ “ტიტუშკების”. ეს არის საზოგადოების ის ძალა, რომელიც უნდა გამოჩნდეს იმისთვის, რომ აღარასდროს დავუთმოთ არჩევნები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს