ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ

ჩვენ, ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები, ვგმობთ საეჭვო სამართლებრივი პროცედურების შედეგად სკოლის დამფუძნებლის და დირექტორის, ქალბატონი ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გადაყენებას. სწორედ ქალბატონმა ნათიამ შექმნა ჩვენი სკოლა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ამდენად, ინვესტორს, რომელმაც სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებიც კი არ შეუსრულებია, არანაირი უფლება, არც მორალური და არც სამართლებრივი, არ ჰქონდა, თანამდებობიდან გადაეყენებინა და პრაქტიკულად წაერთმია სკოლა ნათია ჯანაშიასთვის.

გარდა იმისა, რომ ყოვლად ამორალურია, რასაც ინვესტორი კომპანია „საქართველოს განათლების ჯგუფი“ და მისი მშობელი სს „საქართველოს კაპიტალი“ სჩადიან სკოლისა და ნათია ჯანაშიას მიმართ, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ასეთ პირობებში ჩვენი აკადემია ვეღარ შეინარჩუნებს ბრიტანეთის საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის (COBIS) აკრედიტაციას, რაც უზარმაზარი რეპუტაციული დარტყმა იქნება როგორც ბრიტანულ–ქართული აკადემიისთვის, ისე თითოეული მოსწავლისთვის, რომელთა სასკოლო ატესტატი ვეღარ იქნება მათთვის ერთგვარი საშვი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში.

ინვესტორ კომპანიას და მის დირექტორს ირაკლი გილაურს ბრიტანულ–ქართული აკადემია, როგორც ჩანს, რიგით ბიზნესად მიაჩნიათ და არა სკოლად, სადაც მოსწავლეებმა განვითარებული სამყაროს სტანდარტების შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ.

ირაკლი გილაურმა და მისმა გუნდმა, პრაქტიკულად, „ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ ოკუპაცია განახორციელეს, რაც ყოვლად დაუშვებელია ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის. მოვუწოდებთ გილაურს, შეწყვიტოს სკოლის და უშუალოდ ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ წამოწყებული ყოვლად უკანონო და ამორალური კამპანია და სკოლის ოკუპაცია.

ჩვენ, ბრიტანულ–ქართულ აკადემიასთან კურსდამთავრებულები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების საპროტესტო აქციას ვმართავთ სამშაბათს, 4 მარტს, დილის 8 საათზე, „ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ შენობასთან.

აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს, მედიამენეჯერებს, ნუ დააფარებენ ხელს ირაკლი გილაურის და მისი კომპანიის უკანონო ქმედებებს და ობიექტურად გააშუქონ „ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რადგან ამ სკოლისთვის ზიანის მიყენება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ზოგადად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე.

„ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ კურსდამთავრებულები.

(R)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ