Reuters - რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა

რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვატიკანის ცნობით, 88 წლის რომის პაპს სუნთქვის მწვავე უკმარისობის ორი ეპიზოდი ჰქონდა და სუნთქვაში დასახმარებლად კვლავ „არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია“ უტარდება.

ასევე, ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ასთმის შეტევის მსგავსი ბრონქოსპაზმის ეპიზოდი ჰქონდა და მისი სასუნთქი გზების შესამოწმებლად ექიმებს ბრონქოსკოპიის ჩატარება დასჭირდათ.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება