მარგუს ცაჰკნა - აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, დააპაუზოს უკრაინას სამხედრო დახმარება, ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს.

„ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნულია მარგუს ცაჰკნას განცხადებაში.

მისი თქმით, ესტონეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის დახმარება წელს 25%-ით გაზარდოს და ასევე 10 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს ქვეყანას.

„ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება მალე გაზარდონ დახმარება“, - აცხადებს ცაჰკნა.

მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ერთ-ერთი ვარიანტია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება.

„პრეტენზია, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას, მე გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელშიც შეთავაზებულია გზები მკაფიო გადაწყვეტას გაყინული აქტივების გამოყენებისთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების მომდევნო ვადამდე, ივნისამდე უნდა მოხდეს. ომის ერთადერთმა დამნაშავემ უნდა იგრძნოს ზეწოლა და აგრესიის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ძლიერი მხარდაჭერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, ვაიძულოთ რუსეთი, დათმოს თავისი მიზნები და უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობას მივაღწიოთ", - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის