თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დღეს, პირველად არ ესწრება თავად ბრალდებული ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართველო დატოვა.

დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. კერძოდ კი, გამოიკითხება გერმანელი ექსპერტი ფრენკ მიულერი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერზე ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა. ადვოკატ ლევან მახარაშვილის განმარტებით, გერმანელი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი მონტაჟი არ არის.

„გერმანელმა ექსპერტმა ჩანაწერზე ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა. ეს არის ფონოსკოპიური ექსპერტიზა. ექსპერტი ისაუბრებს, რა მეთოდოლოგიით, რა ტექნოლოგიით ჩაატარა აღნიშნული კვლევა და როგორ დაადგინა კონკრეტული პირების მიმართ ხმების კუთვნილება. ექსპერტი აცხადებს, რომ მონტაჟი არ არის“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

რაც შეეხება თავად ჩანაწერს, როგორც ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა წინა სასამართლო პროცესზე მედიასთან განმარტა, არსებობდა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის ჩანაწერი, სადაც ის და ივანიშვილი სასესხო ურთიერთობებზე საუბრობენ.

ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განმარტა, რომ ის მონტაჟია, „სინამდვილეში კი, მონტაჟზე საუბარი ზედმეტია“. როგორც მან აღნიშნა, ამის შემდგომ გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი გერმანიაში გაეგზავნა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს კი, გიორგი ბაჩიაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ქვეყანა იძულებით დატოვა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში