თინა ბოკუჩავა - თუ პლატფორმა შედგება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ, მზად ვიქნებით, მივიღოთ მონაწილეობა - ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე და გავერთიანდეთ მომავლისთვის

თუ [ალტერნატიული პოლიტიკური ერთობა] ეს პლატფორმა შედგება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობა მივიღოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არ უნდა გაიწელოს.

„ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები ძალიან არ უნდა გაიწელოს. რამდენი ხანია ამ მდგომარეობაში ვართ. ასი დღეა ადამიანები ქუჩაში არიან, ამდენი ხანია ადამიანები საპყრობილეებში არიან, შიმშილობენ, არიან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რა უნდა მოხდეს მეტი ქვეყანაში, რომ პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვეტილება მიიღონ აღნიშნულზე? თუ არ არის გაერთიანების რესურსი, ახლაც არასწორი და არაგულწრფელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებს მომავალშიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილთან პოზიციებში ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება აქვს, მას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში შეწყალების საპრეზიდენტო უფლებამოსილება უნდა გამოეყენებინა.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს პოზიციების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ფუნდამენტური საკითხია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პირადად, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობისთვის" და ყველა ჩვენი მხარდამჭერისთვის. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული შეწყალების საპრეზიდენტო უფლებამოსილება. თუ ეს არის ცივილიზაციური ომი და თუ ჩვენ ან უნდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ან უნდა გავხდეთ რუსეთის უკანა ეზო, ერთ-ერთი გუბერნია და გავლენის აგენტი, ივანიშვილი მართავდეს ამ ქვეყანას. თუ ასეთ მნიშვნელოვან ომში ვართ, დაუშვებელია, რომ ის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანას გაუხსნა გზა ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, რომელმაც დასვა საქართველო საერთაშორისო რუკაზე, ციხეში იყოს.

ვფიქრობ, ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მიუხედავად ამისა თავად პრეზიდენტი სააკაშვილი მზადა გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება, ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე და გავერთიანდეთ მომავლისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ