სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურად დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლოში დისტანციურად დაკითხვის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ბაჩიაშვილი საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მისი სურვილის მიუხედავად, ვერ მისცემს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა ბრალდებულის დისტანციურად დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. როგორც უფლებადამცველი განმარტავდა, ვინაიდან ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფება, მას ჩვენების მიცემა დისტანციურად სურდა, რისი საშუალებაც მას უნდა მისცემოდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილი აბსოლუტურად ყველა პროცესში მონაწილეობდა და შეჯიბრებითობის პრინციპი დაცული იყო.

მოსამართლე გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მან აღნიშნა, ყველა სხდომა შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობდა და ბრალდებულმა თავად მიიღო გადაწყვეტილება პროცესებს არ დასწრებოდა.

აღნიშნულის შემდეგ, ადვოკატმა გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვის ოქმების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა.

აღნიშნულს პროკურატურა არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივად სწორი არ არის.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დაცვის მხარის არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთი ბრალი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე აქვს წაყენებული. ამ საქმეზე მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში