შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს იმის ეჭვიც ჰქონდა, რუსეთი ჩაერია არჩევნებშიო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დაესიზმრა - უცხოური  დაფინანსებით შექმნილი ძალადობრივი გარემო უნდა შეიცვალოს

ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებშიო, მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვთ ეს ეჭვიო, როგორც აღმოჩნდა, დაესიზმრა - სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასა და გამოთქმულ მოსაზრებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმაში შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული ადამიანები მონაწილეობდნენ.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. არანაირი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო. თავის დროზე ვთქვი, შევაფასე კიდეც, რაც შეეხება რა მიდის, რა არ მიდის, არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებშიო, მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვთ ეს ეჭვიო, როგორც აღმოჩნდა, დაესიზმრა და არანაირი სხვა ხელმოსაკიდი ფაქტი არ ჰქონდა. სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

ის ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით საქართველოში იქმნება და რომლის თანამონაწილეც არის მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და „ენჯეოები“, ეს ძალადობრივი გარემო უნდა შეიცვალოს!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც კვერცხები ესროლეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში 18 თებერვალს გავრცელდა. მომხდარის გამო, სალომე ზურაბიშვილმა საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის