საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის - ჟიული შარტავას დაბადებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჟიული შარტავას დაბადებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა გიორგაძემ საჯარო ლექცია - „ჟიული შარტავა: სიმამაცისა და პატრიოტიზმის მემკვიდრეობა“, გამართა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საჯარო ლექცია მიზნად ისახავს ჟიული შარტავას ღირსსახსოვარი მემკვიდრეობისადმი კიდევ ერთხელ პატივისცემის გამოხატვას და სტუდენტებისთვის მისი გმირობის გაცნობას. პროფესორმა მამუკა გიორგაძემ ჟიული შარტავას ქმედებების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული გმირის ცხოვრება პატრიოტიზმისა და თავგანწირვის დიდებული ნიმუშია, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობებს დაიცვან ის ღირებულებები, რისთვისაც იბრძოდნენ ჟიული შარტავა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცები.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი“, - ეს თქვა ადამიანმა, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლის სათავეში იდგა არა იარაღით, არამედ პრინციპებით, ღირსებითა და მოვალეობის ურყევი რწმენით. იმ დროს, როდესაც ქაოსითა და ომით მტერი ჩვენი ერის სულისკვეთების ჩაკვლას ცდილობდა, ჟიული შარტავამ დანებებას ბოლო ამოსუნთქვამდე სამშობლოს დაცვა არჩია. რას ნიშნავს მისი გმირობა ჩვენთვის დღეს? ეს უფრო მეტია, ვიდრე მეხსიერება, ეს არის უმაღლესი პასუხისმგებლობა. შარტავას ცხოვრება გვასწავლის, რომ პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ სიტყვები - ეს არის მოქმედება. საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობისადმი მისმა ურყევმა ერთგულებამ უნდა შთააგონოს თითოეული ჩვენგანი, ვიღვაწოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და დავიცვათ ის ფასეულობები, რისთვისაც მან სიცოცხლე გასწირა. თქვენ, საქართველოს მომავალს ჟიული შარტავას გამბედაობა შეგახსენებთ, რომ ნამდვილი ძალა კეთილსინდისიერებაშია, ხოლო ჭეშმარიტი პატრიოტიზმი განისაზღვრება სამშობლოს მსახურების სურვილით. ყოველთვის გვახსოვდეს მისი თავგანწირვა, პატივი მივაგოთ მის მემკვიდრეობას და ვაშენოთ საქართველო, რომელზეც ის ოცნებობდა”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში მამუკა გიორგაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიაში - „მოდინახე“, დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ დრამატული სპექტაკლი - „უკანასკნელი თოლია“, დადგა.

რამაზ საყვარელიძე - სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2025
ექსკლუზიური შეთავაზება ევროკრედიტის პირველ მომხმარებლებს
საწყობის ეფექტიანობის საიდუმლო - თანამედროვე საპალეტე თაროები
„ჯეოსთილი“ - ხარისხისა და მდგრადი განვითარების 15 წელი საქართველოში