მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ ნამდვილი „მზეთუნახავი“, იმიტომ, რომ მზის სხივი თითქმის 4 წელია არ მინახავს - ვისჯები იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება

თქვენ წინაშე ახლა წარვდექი ნამდვილი „მზეთუნახავი“. მე ვარ „მზეთუნახავი“ იმიტომ, რომ არ მინახავს მზის სხივი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. უკვე თითქმის 4 წელია, ვარ გამოკეტილი იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც აღარ მაღირსებენ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მათ შორის ისჯება იმის გამო, რომ საკუთარ ხალხთან ერთად, შეიარაღებულ ძალებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა 2008 წელს.

„ვიცი, რომ ხალხის დიდი ნაწილი ძალიან შეშფოთებულია. რა თქმა უნდა, ხალხი, თითქმის ყველა, გარდა ერთი მუჭა სამთავრობო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა, ყველა დანარჩენი დაკავებულია ყოველდღიური ფულის მოპოვების პრობლემით. თქვენ მსჯით იმისთვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომინდა და იმისთვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანით გამოვიარე საქართველო, იმისთვის, რომ ჩემი აშენებული, შექმნილი საბაჟო სისტემით შემოვედი საქართველოში, იმისთვის, რომ ჩემი დედულეთი, საყვარელი სამეგრელო მოვინახულე თუნდაც ორიოდე დღით, იმისთვის, რომ ჩემ მშობლიურ თბილისში ჩამოვედი იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ლეგალური გზა არ დამიტოვეთ. თვითმფრინავებს აკრძალული ჰქონდა ჩემი ბორტზე დასმა და თუ დამსვამდნენ ბორტზე, მათ არ დასვამდნენ საქართველოში და გადაამისამართებდნენ სხვა ქვეყანაში. საქართველოში შემოსვლის სხვა გზა მე არ მქონდა. რა თქმა უნდა, მე ვისჯები იმის გამო, რომ ჩემ ხალხთან ერთად, ჩვენ შეიარაღებულ ძალებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე 2008 წელს. საქართველო გადავარჩინე ყველაზე უარეს რამეს, რაც შეიძლება დამართოდა. ვისჯები იმისთვის, რომ დავინდე ჩვენი ხალხი, თავიდან ავაცილე დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება.

მე რა მოსაყვანი ვარ, თვით დავით აღმაშენებელი რომ ჩაგვარდნოდათ ხელში, დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და მიუსჯიდით გრძელ პატიმრობას იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ სახელმწიფოსთან, განვითარებასთან, ერთიანობასთან და სიძლიერესთან, თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის არის მიუღებელი! ამიტომ, მე ვინ ვარ. ვიმეორებ, დავით აღმაშენებელსაც კი, დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და ილია ჭავჭავაძესაც, რომ ჩაგვარდნოდათ ხელში. ამიტომ, მე მინდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან აქციაზე დაკავებულებს, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა