ბადრი ჯაფარიძე - პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები ენერგიულად ესხმიან თავს მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს - ეს ადასტურებს, რომ ამ ძალის მიზანი ევროატლანტიკური გზისგან ჩვენი ქვეყნის დაშორებაა

პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ძალის მიზანი ევროატლანტიკური გზისგან ჩვენი ქვეყნის დაშორებაა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის მიერ ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ჯაფარიძის თქმით, ელჩებზე „პაპუაშვილის თავდასხმა“ მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და მისი პოლიტიკური ძალის ამოცანა საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ არის.

„პაპუაშვილის თავდასხმა საქართველოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებზე, მეტყველებს, რომ პაპუაშვილის და ამ ძალის ამოცანაა არა იმ დაპირების შესრულებაა, რომელიც მათ ჰქონდათ - საქართველოს ევროპასთან დაახლოებაა, არამედ პირიქით, დაშორება ევროპისგან, ევროკავშირისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებისგან და ჩვენი ქვეყნის რუსულ წიაღში შეყვანა. სწორედ ამას ადასტურებს პაპუაშვილი თუ მისი მსგავსი სპიკერები, რომელთაგანაც ერთი კრიტიკული სიტყვა არ გაგვიგია არც ლავროვთან, არც პუტინთან მიმართებით, მაგრამ ენერგიულად ესხმიან თავს ჩვენი სახელმწიფოს უახლოესი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ძალის და მისი სპიკერების მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დაშორება იმ გზისგან, რასაც ევროატლანტიკური გზა ჰქვია და რისკენაც ჩვენი ხალხი მიისწრაფვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესებზე მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს - „ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება“.

მისივე თქმით, ეს ქმედება საელჩოების წარმომადგენლების მხრიდან არის საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს