მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი, შესაძლოა, 14 მარტს გამოაცხადოს

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი, შესაძლოა, 14 მარტს გამოაცხადოს.

14 მარტის სხდომაზე, ასევე, საბოლოო სიტყვას იტყვის თავად ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი დასკვნითი სიტყვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ წარმოთქვა. დასკვნით სიტყვაში ექსპრეზიდენტის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს. მისი თქმით, მან საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 2014 წლიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის კი არა, არამედ, პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეა. ეს ისეთივე ვითარებაა, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დაბრუნდა გროზნოდან საქართველოში. ზუსტად ისეთი ვითარებაა ახლაც, რომ მაშინ ზვიად გამსახურდიასთვის საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალი წარედგინათ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორს, ლევან ვეფხვაძეს კი მოლოდინი აქვს, რომ მომავალ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე გიორგი ჯინჯოლია „ერთადერთ კანონიერ განაჩენს გამოაცხადებს და მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ ცნობს“.

„მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, სადაც აქცენტი ისეთ გარემოებებზე გამახვილდა, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის. მე მესმის დაცვის მხარის, როცა სასაუბრო არ გაქვს და შენი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული აქვს ჩადენილი, გიწევს თეთრზე შავის მტკიცება. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალ სხდომაზე მოსამართლე ერთადერთ კანონიერ განაჩენს გამოიტანს და ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ ცნობს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს