ბადრი ჯაფარიძე - ამ 100-მა დღემ მოიტანა ძალიან დიდი კონსოლიდაცია საზოგადოების და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტოკრატიას

პირველ რიგში, ამ 100-მა დღემ მოიტანა ძალიან დიდი კონსოლიდაცია საზოგადოების და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტოკრატიას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მშვიდობიანი პროტესტი არის ეფექტური ფორმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ფიზიკურ და ფინანსურ ტერორს უპირისპირებს.

„პირველ რიგში, ამ ასმა დღემ მოიტანა ძალიან დიდი კონსოლიდაცია საზოგადოების და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ავტოკრატიას, არ შეეგუება თავისუფლების დაკარგვას, არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა დააყენა ამ უწყვეტი პროტესტით.

ეს არის ძალიან ეფექტური ფორმა - მშვიდობიანი, განგრძობითი პროტესტი. ამას ებრძვის დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ფინანსური ტერორით, ფიზიკური ტერორით, მაგრამ ქართველი ხალხი ამ ტერორს პასუხობს სიმტკიცით და შეურყევლობით, ამიტომ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური პროტესტი, რომელსაც "ქართული ოცნება" მხოლოდ და მხოლოდ ძალას უპირისპირებს, ძალას, რომელიც ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ნებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა