ლევან ცუცქირიძე -  როდესაც ქვეყანა ამხელა განსაცდელის წინაშეა, კოორდინაცია გარდაუვალია - ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან, რომელიც საკუთარ კენჭს დადებს დემოკრატიის გადარჩენის საქმეში

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას დამოუკიდებელ პარტიად ჩამოყალიბების შემდეგაც გააგრძელებენ.

როგორც ცუცქირიძემ „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელთა ყრილობის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, „როდესაც ქვეყანა ამხელა განსაცდელის წინაშეა, პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია გარდაუვალია“.

„ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, კოორდინაცია ძირითად საკითხებზე. ასე რომ, ეს რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. აქამდეც ყოველთვის ვამბობდით, რომ კოორდინაცია, როდესაც ქვეყანა ამხელა განსაცდელის წინაშეა, გარდაუვალია. ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან, რომელიც საკუთარ კენჭს დადებს დემოკრატიის გადარჩენის საქმეში”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახალ პოლიტიკურ ძალებსა და მოძრაობებს შორის.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა არჩევნების გაყალბების შესახებ, დავიწყეთ საუბარი, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო კოორდინაცია პოლიტიკურ ძალებს შორის. ვფიქრობ, კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახალ პოლიტიკურ ძალებსა და მოძრაობებს შორის. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „რუსული კანონის“ პროტესტის ტალღაზე ჩამოყალიბდა „თავისუფლების მოედანი“, ახლა კიდევ ვხედავთ ახალი საზოგადოებრივი პოლიტიკური ძალების გაჩენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ყველა ამ ძალამ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, კითხვაზე, მიიღებს თუ არა „თავისუფლების მოედანი“ მასში მონაწილეობას, ცუცქირიძე ამბობს, რომ „თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, არჩევნებზე მისვლას და შესაბამისად, მასში მონაწილეობას აზრი არ ექნება“.

„სანამ ამაზე ვინმე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცები შეიცვალოს. თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, თუ არჩევნებზე მისვლას აზრი არ ექნება, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნებზე აღარ მივა, ბუნებრივია, იქ მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი, წინასაარჩევნო გარემოს საკითხი, რეპრესიების და დევნის საკითხი, ცესკო-ს დამოუკიდებლობის საკითხი, სუს-ისა და შსს-ს არჩევნებში ჩარევის საკითხი - ეს არის მინიმალური საკითხები, რაც უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ რაიმე სახის არჩევნებზე ფიქრი შესაძლებელი იყოს”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” პარტიად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის თაობაზე პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დღეს გაიმართა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს