შალვა პაპუაშვილი - დადგება ოქტომბერი და ვნახავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს თანამონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, რომელსაც როგორც „მარიონეტები“ გარედან იღებენ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოოდ ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს.

„პროცესი სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები, ნაწილი ჩამოვიდა და ალბათ, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის. ვხედავ მათ განცხადებებს, როგორ უნდათ გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციებია და მისი შესრულება. არჩევნებსაც რაც შეეხება, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, მე ამასწინათ ვთქვი, რომ საბოლოოდ, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს, დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს თანამონაწილეობს იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას ცესკო-ს იმ შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია და მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება