ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს უმასპინძლა, ეს ცინიზმის მწვერვალია - ცხადია, ოლიგარქის ხელში გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ცხადია, ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქმე არა ფულის უმიზნო ხარჯვასთან გვაქვს, არამედ როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე თემურ ჯანაშია მაღალო დონის შეხვედრებს მართავდნენ პარტნიორებთან და ეს ფინანსებიც, სწორედ ამიტომ იხარჯებოდა.

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღიარა, რომ სამი მილიარდი მოჰპარა ხალხს, მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონს, დონალდ ტრამპს უმასპინძლა. ეს ცინიზმის მწვერვალია და მჯერა, რომ ქართული საზოგადოება სწორად შეაფასებს. ცხადია ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 11 წელია ამ საქმეს იძიებენ. ბატონ ჯანაშიას ამდენი ხნის განმავლობაში ატარებენ სასამართლოში, ადამიანს, რომელიც ქვეყანას იცავდა. ეს ადამიანი მუდმივად სახელმწიფოს ემსახურებოდა, ის მასპინძლობდა მაღალი დონის პირებს და ცინიზმია, როცა თაღლითი და ქურდი მესამე პრეზიდენტსა და თემურ ჯანაშიას ასამართლებს. ეს პუტინის დანაპირების შესრულებაა და მიხეილ სააკაშვილს ქართველების ხელით ასამართლებს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს