ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, ხარჯი კონსორციუმმა დაფარა, რომელიც მოსაკრებლის სახით იყო დაკისრებული - "ქართული ოცნება" კი მალავს უზარმაზარ თანხებს, რომელიც მათ გადაიხადეს დავებისთვის იურიდიულ კომპანიებში

მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, ეს ხარჯი კონსორციუმმა დაფარა, რომელიც მოსაკრებლის სახით იყო დაკისრებული, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არბიტრაჟის ხარჯი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან დიდი ხნის წინ დაიფარა.

“მორიგი პროპაგანდისტული ტყუილია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმიტომ, რომ კონსორციუმმა დიდი ხნის წინ დაფარა არბიტრაჟის ხარჯი!

მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, ეს ხარჯი კონსორციუმმა დაფარა, რომელიც მოსაკრებლის სახით იყო დაკისრებული. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის პროპაგანდისტული ტყუილი, სინამდვილეში "ქართული ოცნება" მალავს, იმ უზარმაზარ თანხებს, რომელიც მათ გადაიხადეს დავებისთვის იურიდიულ კომპანიებში. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული არის საჯაროდ ინფორმაცია, რომ მარტო სადავო საკითხების განსახილველად იურიდიული კომპანიებისთვის 2 წლის განმავლობაში გადახდილია 123 მილიონი ლარი. მათ შორის, "ვაით ენდ ქეის", რომელსაც "ქართული ოცნების" ინტერესების დაცვა ჰქონდა დავალებული, ხალხის ფულიდან 2024 წელს 70 მილიონი ლარი გადაუხადეს.

ამიტომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იხარჯება ქართველი ხალხის ფული. ამ ფულით ნაცვლად იმისა, რომ ის გადაყრილიყო-განიავებულიყო იურიდიულ ხარჯებზე, გარანტირებულად შესაძლებელი იყო, დღეს ანაკლიის პორტის სრულად ფუნქციონირება”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა