გია ვოლსკი - სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი - ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა

სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი - ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი შექმნან.

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ის აგრესიულ თავდასხმები თითქმის ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომელიც დღეს მის გარშემო ერთიანდება და ის ბილწსიტყვაობა, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული, რასაკვირველია, არსად არ დაკარგულა. უბრალოდ, სცენარი შეიცვალა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი - ეს არის იდეა. სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურას როლი უნდა შეესრულებინა. ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა - ტერიტორიების მთლიანობის დარღვევიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით დამთავრებული. ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომლისგანაც უნდათ, რომ ლიდერი შექმნან, ვინაიდან ყველა სხვა დანარჩენი დისკრედიტირებულია. იქ ვიღაცები გამოჩნდება, ვინც გააკრიტიკებენ და იტყვიან, რომ ეგ ლიდერი არ არის, ჩვენ ვართ, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე და თეონა აქუბარდიაა ლიდერი, მაგრამ ფაქტია, რომ სცენარი სწორედ ასე უნდა განვითარდეს. მე სერიოზულ შეცდომებს ვხედავ ამაში. ოპოზიციის შიგნით [შეცდომები] ერთია, მაგრამ ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში არათუ შეცდომები, არამედ დანაშაულებია ჩადენილი. არ შეიძლება ქვეყანას ასე მოეპყრო იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ერთი ხელისუფლება მეორეთი ჩაანაცვლო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის