თინა ბოკუჩავა - ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერი არჩევნები და მასში მონაწილეობა, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის - ასეთი მანკიერი სისტემა შექმნა ივანიშვილმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა შეიცვალოს სისტემა და „ის თამაშის წესები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განსაზღვრა".

„ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა - ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერი არჩევნები და მასში მონაწილეობა, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის. ასეთი მანკიერი სისტემა შექმნა ივანიშვილმა. მიგვაჩნია, რომ სანამ არ შეიცვლება თავად ეს სისტემა და ის თამაშის წესები, რომელიც განსაზღვრა ივანიშვილმა, სადაც ყოველთვის იმარჯვეს ის, ვინც ითვლის, კალანდარიშვილების თუ ნებისმიერი სხვა მარიონეტის გამოყენებით, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არ აქვს. უნდა შევცვალოთ თამაშის წესები, უნდა შევცვალოთ მოცემულობა იმგვარად, რომ ქვეყანაში შესაძლებელი იყოს თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. შემდეგ, ყველა დემოკრატიული ძალა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ქვეყანას დავაბრუნებთ დემოკრატიული პოლიტიკური განვითარების გზაზე“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შესაძლებელია მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანდეს ოპოზიცია, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვიან, მნიშვნელოვანია ერთიანი ფრონტი იყოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არჩევნებამდე და დღესაც იყო და არის ერთიანობისკენ მოწოდება, ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა ერთიან სიაზე. პირადად, არაერთი მოწოდება გამიკეთებია აღნიშნულთან დაკავშირებით. პარტიის თითოეულ მხარდამჭერს გვჯერა და გვწამს, რომ ახლა განსხვავებების ძიების დრო ნამდვილად არ არის. მიგვაჩნია, რომ ეს არის მართლაც გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. თუმცა, ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ერთეული პოლიტიკოსები, თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები განსხვავებულად უყურებენ ამ მოცემულობას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო