შალვა პაპუაშვილი - ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს - არ ვიცი, ჩააბარეს თუ არა ნარკოტესტი ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ

ეს [ნარკოლოგიური შემოწმება] ყველა დეპუტატს გავლილი აქვს - სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებენ ან მუშაობენ, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოშემოწმება გაიარონ.

„ეს ყველა დეპუტატს გავლილი აქვს. როგორც იცით, კანონმდებლობით არის ეს მოთხოვნა. სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, ვინაიდან ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

ჩვენი კანონმდებლობით, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებს ან მუშაობს, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოტესტი გაიაროს. როცა ადამიანი იწყებს მუშაობას საჯარო სამსახურში ან თუნდაც პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტი უარყოფითი იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა