გია ვოლსკი - ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს მზად ვართ - „ძლიერი საქართველო“ თუ „საშუალოდ ძლიერი საქართველო“ - ეს ბედოვლათების გუნდი ამას იმიტომ ითხოვს, რომ მისმა მედიასაშუალებამ ასეთი სულელური შეკითხვა დასვას

ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს მზად ვართ. „ძლიერი საქართველო“ თუ „საშუალოდ ძლიერი საქართველო“ - ეს რაღაც ბედოვლათების გუნდი ამას იმიტომ ითხოვს, რომ მისმა მედიასაშუალებამ ასეთი სულელური შეკითხვა დასვას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.

მისი თქმით, ეს მთავარი ამოცანისა და პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

„ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს მზად ვართ. „ძლიერი საქართველო“ თუ „საშუალოდ ძლიერი საქართველო“ - ეს რაღაც ბედოვლათების გუნდი ამას იმიტომ ითხოვს, რომ მისმა მედიასაშუალებამ ასეთი სულელური შეკითხვა დასვას. რასაკვირველია, ყველა მზად არის, მაგრამ თვითონ თემა რომ წარმოიშვება „აბა თუ ისინი მზად არიან...“ „იქნებ ისინი ნარკოტიკებს იყენებენ..“ ეს არის მთავარი ამოცანასა და პრობლემიდან ყურადღების გადატანა ამ რაღაცნაირ უბადრუკ შემოძახილზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს ცვლილება პოლიტიკური ნიშნით გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ შეეხებათ გამკაცრებული რეგულაციები, ვოლსკიმ უპასუხა: „თქვენ თუ ჩემს სიფხიზლეში გეპარებათ ეჭვი, ერთი საკითხია“.

მისი თქმით, „ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებულ ადამიანთა ასეთი ფაფხური და უნიათო ღლიცინი ზიზღის გრძნობას წარმოშობს“.

„შემოვიდნენ პარლამენტში, რა აზრიც გააჩნიათ - თუ უნდათ ყოველკვირა ჩაატარონ ნარკოტესტი - დასვან ეს საკითხი თუ იქნება ადეკვატური.

ვეღარ შემოვლენ [პარლამენტში], რადგან ქვეყნის წინააღმდეგ ომში არიან ჩამდგარი და ასრულებენ ვიღაცის დავალებას. ეს უბადრუკი მარიონეტები რაღაც სისულელეს ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით უნდათ, რომ დღის წესრიგი გადაეწყოს. თუ საჭიროა პარლამენტის გარედან შემოიტანოს წინადადება მოქალაქე ხაზარაძემ, რომ კანონის კონკრეტულ მუხლში შევიდეს ეს [ცვლილება]. მაგრამ თითქოს პარლამენტს არ ცნობენ და რაღაცას თამაშობენ. ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებულ ადამიანთა ასეთი ფაფხური და უნიათო ღლიცინი ზიზღის გრძნობას წარმოშობს. ქვეყანა უნდა დააზიანონ და სულელურ შეკითხვებს სვამენ. ამასთან დაკავშირებით ჯობია პირდაპირ დაასახელონ, იქნებ კონკრეტული პიროვნებების გვარებზე აქვთ ეჭვი. ვითომ სკანდალური თემა შემოიტანეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა