დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს სტივ უიტფოკის საშუალებით ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა

ვლადიმერ პუტინმა გუშინ გვიან საღამოს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტფოკი მიიღო და მისი მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მან გაახმოვანა კითხვები, რომლებსაც პასუხი ერთობლივად უნდა გაეცეს.

„გუშინ მოისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მან თქვა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, მაგრამ გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომლებსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, დიახ, მართლაც, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა ბატონი ტრამპის პოზიციის მიმართ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, რუსეთს და შეერთებულ შტატებს ესმით, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი აუცილებელია.

„ორივე მხარეს აქვს გაგება, რომ ასეთი საუბარი აუცილებელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის დრო დადგინდება მას შემდეგ, რაც სტივ უიტკოფი ტრამპს პუტინის გზავნილს გადასცემს.

„საუბრის დროს განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში მიღებული ყველა ინფორმაციას თავის სახელმწიფოს მეთაურს გადასცემს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის