დავით მათიკაშვილი - სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება - ის ადამიანები, რომლებიც ზომების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან,  უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან!

სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება! - ის ადამიანები, რომლებიც ამ გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან! - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე, „ამ მავნე სენთან ბრძოლა ძალიან რთულია“.

„ნარკოტიკები, ნარკომანია არის გამოწვევა, რომლის მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური. ყველა იმ ცვლილებას, რაც არის დაინიცირებული და რასაც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში გააჩნია ერთადერთი მიზანი - ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა იმ მავნე და მომაკვდინებელი ზეგავლენისგან, რასაც იწვევს, ზოგადად, ნარკომანია. ყველა ის შეზღუდვა, თუ გამკაცრება, რაც არის ახალი ინიციატივებით გათვალისწინებული, ემსახურება სწორედ ამ მიზანს. როგორც მოგეხსნებათ, სახელმწიფო ყველა გამოწვევის მიმართ უნდა იყოს რელევანტური იმის შესაბამისად, კონკრეტულ ვითარებაში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება