„ჯივიპიმ“ ქალაქ რუსთავის ხრამის სათავე ნაგებობაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ინფრასტრუქტურა განაახლა

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ხრამის სათავე ნაგებობა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს - შახტურ ჭებს მძლავრ სატუმბო სადგურებს და მაგისტრალურ მილსადენებს აერთიანებს, რომელიც ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შემუშავებული აქვს საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოძველებული ინფრასტრუქტურის პერიოდული განახლება ხდება. პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც უკვე დასრულდა შახტური ჭების, მეორე აწევის სატუმბო სადგურისა და მაგისტრალური მილსადენების 2.5 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს სათავე ნაგებობის ელექტრო სადენების სრული განახლების პროექტი. გარდა დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა, კომპანია მიმდინარე წელს განახორციელებს მესამე აწევის სატუმბო სადგურში არსებული ამორტიზებული ტუმბო აგრეგატების სრულ განახლებას. ამავდროულად, დამატებით მოხდება მაგისტრალური მილსადენის 1.5 კმ მონაკვეთის განახლება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის შედეგად ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება”, - განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა