სუს-ი - „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება - საქართველო წინ უსწრებს "დიდი შვიდეულის", ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი 2025“ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის გავლენის ყოვლისმომცველ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება.

„ქვეყანა უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს.

აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვედეთს და ა.შ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული „გლობალური ტერორიზმის ინდექსით“ საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამ პერიოდში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1,933 ქულით გაიუმჯობესა და ანგარიშით გათვალისწინებულ პოზიციებს შორის უმაღლესი ადგილი დაიკავა. ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება