გიორგი ვაშაძე - საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და დაინიშნება ახალი არჩევნები

საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „MEGOBARI აქტი“ ნიშნავს “კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას”.

“საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება. საბოლოოდ, სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით და ამ ანტიდასავლურ, ანტიჰუმანურ, ანტიდემოკრატიულ ძალებს, თვითმარქვია რეჟიმს გავისტუმრებთ და ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვა. სწორედ, "MEGOBARI აქტიც" ამის ფუნდამენტია. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - ან იზოლაცია - საითაც “ქართულ ოცნებას” დღეს საქართველო მიჰყავს, ან ინტეგრაცია - ამერიკასთან, ევროპასთან, მეტი ინვესტიციები, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი უვიზო მიმოსვლა, მეტი სარგებელი ქართველ ხალხს, რომელიც გვაქვს საპირწონედ. აი, ეს არის "MEGOBARI აქტის" შინაარსიც. ამიტომ ყალბი პროპაგანდა, რასაც [“ქართული ოცნება] არ უნდა ეცადოს, ძალიან კონკრეტული, ობიექტური გარემოებაა. დღევანდელი მძიმე კრიზისის გამოსავლისკენ მიმავალი გზა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების [ჩატარება].

"MEGOBARI აქტი" თავისთავად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას. ამასთან, "MEGOBARI აქტი" ნიშნავს ქართველი ხალხის უკიდეგანო მხარდაჭერას”, - განაცხადა ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა