მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა.

„ჩვენთვის, ქართველებისთვის რაგბი არის განსაკუთრებული თამაში, განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ. მე პირადად მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაგბის მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ვითარდება საქართველოში რაგბი და მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ქართული რაგბი კიდევ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება და იქ გვჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება - ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ ეტაპზე წარმატება და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ მომდევნო წლებში. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ძალიან ღირსეული თაობის, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებაზე ზრუნვას და მინდა, მომავალშიც ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას რაგბის განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ. დაჯილდოების ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა