პეტრე ცისკარიშვილი - საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო - ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე

საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც, არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო - ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ეშინია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის საკანში იყოს.

მიხეილ სააკაშვილის საქმე არის უნიკალური „ქეისი“. მას პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი ებრძვის, იმიტომ, რომ ის არ იხილონ თავისუფლებაზე, მისი ეშინიათ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიშა სააკაშვილი იყოს საკანში და იზოლირებული. არის საიმიგრაციო დაკავების იზოლატორები, 2-3 კვირა აჩერებენ ადამიანს და შემდეგ ან დეპორტაციას აკეთებენ, ან ქვეყანას ტოვებენ ან იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამაზე 4 წლის და 6 თვის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო. ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ