გია ვოლსკი ოპოზიციაზე - მითითება იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და მას საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს

[ოპოზიციას] ერთმანეთში შელაპარაკებაც არაერთხელ მოსვლიათ, მაგრამ მითითება იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ - ეს სიმბოლოა აღრევის, ცვლილებების, ორმაგი სტანდარტის, დაბნეულობის, თარგმანებში დაკარგვის და სცენარისტებსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებების, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციურ სპექტრში არსებული ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, „გარკვეული პერიპეტიების გავლენა იგრძნობა ყველაფერში, რასაც ბოლო პერიოდში მოვუსმინეთ“.

„[ოპოზიციას] ერთმანეთში შელაპარაკებაც არაერთხელ მოსვლიათ, მაგრამ მითითება იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და მას საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის უკან რა დევს? - ამის უკან გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები და სცენარში აღრევები დევს, რასაც რევოლუციური და დესტაბილიზაციის განვითარების საქმეში სხვადასხვა სცენარისტის ჩართულობა ჰქვია. ამ ვითარებაში ხან სააკაშვილის შემოჭრა ხდება მისი უკმაყოფილებით არსებული სცენარისტების გამო და ასევე ხდება სააკაშვილის მიმართ ერთგულების დამტკიცება [გუბაზ] სანიკიძის მხრიდან, რომელიც ელოდება, რომ ადრე იქნება თუ გვიან, სააკაშვილი ლიდერი იქნება. მხოლოდ გუბაზზე არ მაქვს საუბარი. საერთოდ, ეს სიმბოლოა აღრევის, ცვლილებების, ორმაგი სტანდარტის, დაბნეულობის, თარგმანებში დაკარგვის და სცენარისტებსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებების. გარკვეული პერიპეტიების გავლენა იგრძნობა ყველაფერში, რასაც ბოლო პერიოდში მოვუსმინეთ”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე