უნგრეთის მმართველმა პარტიამ „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა

უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში „პრაიდ მარშების“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ლგბტქ+ თემების მიერ „პრაიდ მარშების“ მოწყობის აკრძალვასა და ორგანიზატორებისა და ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის ცნობით, შეკრებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება უკანონოდ აქცევს ისეთი შეკრებების ჩატარებას, რომლებიც უნგრეთის „ბავშვთა დაცვის კანონებს“ არღვევს.

„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ადრე განაცხადა, რომ „პრაიდის “ ორგანიზატორებმა წელს თავი არ უნდა შეიწუხონ, რადგან ეს დროისა და ფულის დაკარგვა იქნებოდა. ახლა მმართველმა პარტიებმა შეკრებების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზნად მსგავსი ღონისძიებების აკრძალვას ისახავს“, - აღნიშნა კოვაჩმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს