ლევან მაჭავარიანი - ოთხივე ოპოზიციური პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი და ისინი ერთიანი სცენარით მოქმედებენ - ცდილობენ ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას და ერთად იმართებიან ქვეყნის გარედან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოთხივე ოპოზიციური პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი და ისინი ერთიანი სცენარით მოქმედებენ.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს პარტიები ერთად ცდილობენ ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას და ერთად იმართებიან ქვეყნის გარედან.

ამასთან, ლევან მაჭავარიანმა ჩამოთვალა ის ქმედებები, რაც მისი აზრით, ოპოზიციური პარტიების ერთიანი გეგმით მოქმედებას ადასტურებს.

„მინდა შეგახსენოთ ის 6 სამარცხვინო რეზოლუცია, რაც ევროპარლამენტში მიიღეს და იქ სხვადასხვა აბსურდთან ერთად გვიწერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს არის პოლიტპატიმარი და მის გათავისუფლებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც გაუპატიურება და წამება იყო სისტემური ხასიათის; სადაც მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი მიმდინარეობდა რეგულარულად; სადაც ბიზნესს არეკეტებდნენ და ა.შ. მას უკვე მისჯილი აქვს მრავალ საქმეზე, კიდევ არის ბრალდებული 7 ნოემბრის ტრაგედიასა და „იმედის“ დარბევაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს საქმეები სტრასბურგში გაასაჩივრეს, სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით. შესაბამისად, ყველანი ვხვდებით, თუ როგორი სამარცხვინოა ეს პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“. მივმართავ, დანარჩენ სამ რადიკალურ პარტიას, რომლებიც ცდილობენ, რომ გაემიჯნონ. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილის შემოთავაზება მოქალაქეებისთვის, როცა თუ გადავხედავთ გვარამიას პარტიასა და მის შემადგენლობას, ვრწმუნდებით, რომ ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე; გახარიას ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ხაზარაძე ამ პარტიის ბიზნესპარტნიორი გახლდათ.

მინდა ფაქტები ჩამოვუთვალო ამ ოთხივე რადიკალურ პარტიას და ვამხილო რატომ არიან ისინი ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“: თქვენ ერთად სხედხართ და თათბირობთ ერთი მაგიდის გარშემო; ერთად მოითხოვდით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას; ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით; ერთად იტყუებოდით, რომ საქართველო შავი ხვრელია რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში; ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის აღებაში; ერთად მოატყუეთ საზოგადოების ნაწილი, რომ ქართული კანონი არის რუსული; ერთად გამოუცხადეთ ბოიკოტი „ანტილგბტ“ პროპაგანდა კანონს; ერთად ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს არჩევნების გაყალბებას; ერთად ვერ დებთ გაყალბების მტკიცებულებებს; ერთად ცდილობთ ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას; ერთად გააგზავნეთ „დანოსი“ ბრიუსელში და ოთხივემ ერთად მოაწერეთ ქვეყნის ღალატს ხელი; ერთად ითხოვთ საქართველოს დასანქცირებას და საქართველოს დასჯას; ერთად აორგანიზებდით ოთხ რევოლუციას; ერთად ცდილობთ ქვეყნის ეკონომიკურ დესტაბილიზაციას; ერთად ხართ ჩასაფრებულები სტიქიებსა და ტრაგედიებზე; ერთად აჟღერებთ ერთიან მესიჯბოქსს; ერთად იმართებით ქვეყნის გარედან. სწორედ ამიტომ ერიდებით, რომ მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, იცით, რომ სრულიად ლუსტრირებულები ხართ; იცით, რომ თქვენი რეიტინგი არის განახევრებული; იცით, რომ ნულოვანი შანსი გაქვთ და ნებისმიერი პატარა წარმატებაც თქვენთვის არის წარმოუდგენელი; იცით, რომ „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად დაგამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ჩვენს ხალხს სურს ეროვნული ხელისუფლება და ჩვენს ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, ვის პირობებში გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა