ლევან მაჭავარიანი - არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი - ცდილობენ მის მოშორებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ

რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი - ცდილობენ მის მოშორებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი სცენას მოაშორონ, ასეც მოიქცევიან, მაგრამ თუ ინსტრუქცია იქნება, რომ ოპოზიცია მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს, მაშინ ერთი მაგიდის გარშემო მოუწევთ დასხდომა.

„რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი. ვერც იმ ქარტიამ გაამართლა, ვერც ალტერნატიული პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა, რისი იდეაც ზურაბიშვილს ჰქონდა და დღეს ცდილობენ მის მოშორებას, რა თქმა უნდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები. თუ ინსტრუქცია მოდის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მოაშორონ სცენას, ასეც მოიქცევიან, თუ ინსტრუქცია წამოვა, რომ მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, მაინც მოუწევთ დასხდომა [ერთ მაგიდასთან]. ჩვენ მიჩვეულები ვართ. ისინი წლების განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, მაგალითისთვის, ხაზარაძე-ელისაშვილი, მაგრამ შემდეგ უბრძანეს და ისინი გაერთიანდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს