ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ხვდებიან.

ყოფილ მინისტრთან შეხვედრაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ძლიერი საქართველოდან“ ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრები ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ბუტიკაშვილი და „გახარია - საქართველოდან“ დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფებიან.

სავარაუდოდ, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისის განსახილველი საკითხები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე გაბიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს