გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ოპოზიციასთან შეხვედრა სასარგებლო იყო, რომ გამეგო, მათი აზრით, რა ხდება საქართველოში - ძირითადად ხედვებისა და ინფორმაციის გაცვლა იყო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხედვებისა და ინფორმაციის გაცვლა მოხდა.

ლანდსბერგისის თქმით, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული გზისადმი პირადი ერთგულების ჩვენება სურდა, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.

“ახალი ფუნქცია მაქვს, ლიეტუვის ოფიციალური პირი აღარ ვარ, ასე რომ, საქართველოს თავისუფლებისთვისა და საქართველოს ევროპული გზისადმი ჩემი პირადი ერთგულება მინდოდა მეჩვენებინა. ეს ჩემთვის პირადად არის მნიშვნელოვანი.

მიხარია, რომ ოპოზიცია თანახმა იყო შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობაზე არ ვარ, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ეს სასარგებლო იყო იმ მხრივ, რომ გამეგო მათი აზრით, რა ხდება საქართველოში, რა არის მათი მიმართულება და დასავლეთისგან რის გაკეთებას მოელიან.

ჩემი ძირითადი დანიშნულება აქ არის - როგორც იცით, საკმაოდ კარგი გრძნობა მაქვს იმაზე, თუ რას ველოდოთ ბრიუსელისგან, რას ველოდოთ დასავლეთისგან”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბრიუსელისგან და დასავლეთისგან მოლოდინებში კონკრეტულად რას გულისხმობს, ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ “ბევრს არაფერს”.

“ვგულისხმობ იმას, თუ რა პრაქტიკული ზომები შეიძლება მიიღოს ბრიუსელმა, თუ ეს იყო თქვენი კითხვა. ანუ რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბრიუსელმა და რას ველოდოთ.

ასე რომ, მოლოდინების გასაზომად - რა არის მოსალოდნელი და რისი მიღწევაა შესაძლებელი. ცვლილებები ხდება - გერმანია ახალ მთავრობას ელის. როგორ მივუდგეთ ამას, რისი მოლოდინი შეიძლება ბალტიის ქვეყნებისგან, და ასე შემდეგ. ძირითადად ეს ხედვებისა და ინფორმაციის გაცვლა იყო”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი