ირაკლი მელაშვილი - გვჭირდება გაანალიზება, რა პოზიტივზე დგას “ქართული ოცნება”, რომელიც ახერხებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნებას თავისი პოლიტიკის სისწორეში - შეცდომაა, როდესაც მოწინააღმდეგეს არ აფასებ

ჩვენ გვჭირდება სერიოზული გაანალიზება, რასთან გვაქვს საქმე და რა ტიპის პოლიტიკას აწარმოებს “ქართული ოცნება” - ჩვენ გვჭირდება იმის გაანალიზება, რა პოზიტივზე დგას “ქართული ოცნება”, რომელიც ახერხებს საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნებას თავისი პოლიტიკის სისწორეში, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

მელაშვილის თქმით, საზოგადოება რეალურად ვერ აფასებს საფრთხეებს და ვერც საკუთარ მოწინააღმდეგეს.

მისი განმარტებით, არასწორი დასკვნების გამოტანა არასწორი ტაქტიკისკენ უბიძგებს საზოგადოებას და საბოლოოდ, არსებულ მოცემულობაში უწევს ყოფნა.

“მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ახლა შიგნით გვაქვს, რადგან არც საზოგადოებასა და არც პოლიტიკურ სპექტრს კონსოლიდირებულად არ აქვთ წარმოდგენა, რა ტაქტიკით უნდა იბრძოლონ ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ქმნის პრობლემებს. დასავლეთი ყოველთვის არის ძალიან პრაგმატული - მან თუ ვერ დაინახა შიგნით ის ძალები, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ, რომლებიც ადეკვატური არიან იმ პოლიტიკურ პრობლემებზე, რაზეც ახლა ვსაუბრობ, მაშინ დასავლეთი რაღაცებს შეეგუება. მე მაპატიეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან კი არა, კადაფის რეჟიმთან ჰქონდათ ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ის არ გახდება “ქართული ოცნების” მეგობარი და ყოველთვის იქნება კრიტიკული მისი მმართველობის მიმართ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, როგორც ჩვენთან არის გარკვეული მოლოდინები, რომ დასავლეთი სანქციებს შემოიღებს.

ხანდახან, ჩვენი საზოგადოების ნაწილი და, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრი, დასავლეთს ისევე უყურებს, როგორც რუსეთს, რომ “ის ასე მოიქცევა” - დასავლეთი ამას არასდროს არ გააკეთებს, ეს არის ჩვენს შიგნით მოსაგვარებელი პრობლემა. ის შეიძლება დაგვეხმაროს ამაში, მაგრამ ჩვენ თუ შიგნით ვერ შევთანხმდით, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, თუ ვერ ვიპოვეთ გზები, მაშინ საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდგებით, ანუ მოხდება ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და ეს, შესაბამისად, შეიძლება დიქტატორულ მმართველობაში გადავიდეს, ერთპარტიულ მმართველობაში გადავიდეს და ამის ნიშნები უკვე არის.

მე ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ჩვენ არარეალურად ვაფასებთ საფრთხეებს, მაგალითად, იმედი გვაქვს იმის, რომ ამ ყველაფერს დიდი სოციალური კრიზისი მოჰყვება. დიდი ბოდიში, მაგრამ 11%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა ქვეყანამ, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე ყველაზე მაღალი აღმოჩნდა და ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკი. ამ დროს ქუჩაში დავდივართ ყველა, რა ეკონომიკურ ზრდაზეა ლაპარაკი. მაგრამ, ეტყობა, რაღაცები ხდება ისეთი, რაც არ ვიცით - ამას ანალიზი სჭირდება, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ვერავინ მცემს პასუხს. საგარეო ინვესტიციები თითქმის გაჩერებულია, მაგრამ რჩება ფული შიდა ინვესტიციებისათვის, ეს ხომ საიდანღაც მოდის.

ჩვენ გვჭირდება სერიოზული გაანალიზება, რასთან გვაქვს საქმე და რა ტიპის პოლიტიკას აწარმოებს “ქართული ოცნება”. ის კი არა, ცუდს რას აკეთებს, ჩვენ გვჭირდება იმის გაანალიზება, რა პოზიტივზე დგას “ქართული ოცნება”, რომელიც ახერხებს საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნებას თავისი პოლიტიკის სისწორეში. ეს არის დიდი შეცდომა, როდესაც არ აფასებ შენს მოწინააღმდეგეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამაზე არის ის ორიენტირებული და ცოტა აქედან თუ შევხედავთ, შეიძლება სხვა დასკვნები გამოვიტანოთ, ვიდრე მარტივად ვიძახოთ, რომ ის რუსეთის აგენტია. ეს გვღუპავს და არასწორი დასკვნებისკენ მივყავართ, მერე არასწორ ტაქტიკას ვირჩევთ და ვიღებთ იმას, რაც გვაქვს”, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე