გია ვოლსკი - უკვე აშკარა გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შექმნილი თოჯინა, ტიკინა და მარიონეტი იყო, რომელიც ვიღაცის გაცხელებულ თავში როგორც გაერთიანების ლიდერი, ისე ჩამოყალიბდა და სააკაშვილი ჩაანაცვლა

უკვე აშკარა გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შექმნილი თოჯინა, ტიკინა და მარიონეტი იყო, რომელიც ვიღაცის გაცხელებულ თავში როგორც გაერთიანების ლიდერი, ისე ჩამოყალიბდა და სააკაშვილი ჩაანაცვლა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ვერ ამაღლდა თავისი ქოლგით, რომელიც უნდა გაეშალა და მის ქვეშ ოპოზიციის მთელი სპექტრი გაეერთიანებინა“.

„ამაზე მუშაობა მიდის 2022 წლის თებერვლიდან, რომ სალომე უნდა გამხდარიყო ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, რაც მან ვერ შეძლო არამარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას ოპოზიცია აღარ ჰქვია და ეს რევოლუციური ჯგუფია. პრაქტიკულად, სალომეც იგივე გახდა, რაც ნებისმიერი ლევან ხაბეიშვილი იყო. დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ერთი დონის, გაქანების და მასშტაბის პოლიტიკოსები არიან. ვერ ამაღლდა თავისი ქოლგით, რომელიც უნდა გაეშალა და მის ქვეშ ოპოზიციის მთელი სპექტრი გააერთიანებინა. ვერ გააკეთა, ვერ შეძლო და ის ამოცანა და დღის წესრიგი, რომელიც მას დასახული ჰქონდა ბრიუსელიდან, ვერ განხორციელდა. ვერც განხორციელდება იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ, რომ ვიღაც ახალი ლიდერი ჰყავდეთ, თვითონ ძალიან კარგად არიან გაერთიანებული, აქვთ თავისი ამოცანა, რომელსაც საქართველოს დესტაბილიზაცია ჰქვია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის