ნიკა ნარსია - აღარ დასრულდა „ქართული ოცნების“ ტყუილები, თორემ რუსთაველზე სიცივეში დგომა ვის უხარია? - რევოლუციას თვითონ აწყობენ

ყველა სტრუქტურა - პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, ჩართულია მიმდინარე პროტესტის ჩაქრობაში - რევოლუციას თვითონ აწყობენ, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა ნარსიამ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ნიკა ნარსიას შეფასებით, არავის უხარია რუსთაველის გამზირზე სიცივეში დგომა, მაგრამ საზოგადოება „ქართული ოცნების“ ტყუილებით დაიღალა.

„ყველა სტრუქტურა - პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, ჩართულია მიმდინარე პროტესტის ჩაქრობაში. მიუხედავად იმ ძალადობისა, გაზის ყლაპვისა და მოწამვლისა უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა აქციაზე. ამდენი ხალხი, ამხელა ძალადობის პირისპირ. ჩვენ ქართველები ვართ და არა რუსები ან ბელარუსები, რომ ერთი ან ორი დარბევით ვინმე შეაშინონ. 12 დღე უწყვეტად გვარბევდნენ, მაგრამ ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია, ვინც წინა ხაზზე იყვნენ კი დაიჭირეს. ეს ყველაფერი კი 1921 წელს მახსენებს, თუ როგორ იქცეოდნენ რუსები. ხელისუფლება ახლა კი ცდილობს, რომ ადამიანები ფინანსურად „მოგუდონ“.

რაც შეეხება ჩემს ჯარიმებს [18 ჯარიმა], არ ვაპირებ არცერთი ჯარიმის გადახდას. ციხეშიც ნამყოფი ვარ 2015 წელს, პოლიტპატიმარი ვიყავი, მაგრამ 3 თვეში გამოვედი დიპლომატიური მხარდაჭერითა და ჩართულობით, მაგრამ ახლა ესეც აღარ ჭრის, დიქტატურული პროგრესი თვალში საცემია.

საზოგადოება გააცნობიერა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რადგან ძალიან ახლოს ვართ ევროპასთან და ხელისუფლებამ ძალაუფლება მიიტაცა და ამ ყველაფერს გაქრობას ცდილობს. ადამიანებს, რომლებიც საპირისპირო აზრზე არიან, სამსახურიდან უშვებენ. აღარ დასრულდა ამათი ტყუილები, თორემ რუსთაველზე სიცივეში დგომა ვის უხარია?

ქვეყნის 80%-ს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს და ამის ფონზე, როგორ შეიძლება ამათმა გაიმარჯვონ, რევოლუციას თვითონ აწყობენ.

ქვეყანა ხალხის ვიწრო წრემ და ბანდამ ჩაიგდო ხელში, საიდანაც ზოგს აშინებენ, ზოგიც კი კორუფციაშია გასვრილი“, - განაცხადა ნიკა ნარსიამ.

აქტივისტი, ასევე, ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ახლა საზოგადოების მთავარი დაკვეთა საპარლამენტო და არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაა.

„ძალიან ცუდია, როდესაც ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის, მათი მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო, თუმცა საზოგადოების მთავარი დაკვეთა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია და ამ სიტუაციაში, რა თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი, რა აზრის აქვს?“- განაცხადა ნიკა ნარსიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ