თანამედროვე ციფრული სამყარო დინამიკურად ვითარდება. ის ინტეგრირებულია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მას უფრო კომფორტულს, მარტივსა და უსაფრთხოს ხდის. ციფრული სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საინფორმაციო ტექნოლოგიებია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. წარმატებული IT სპეციალისტი აღწევს არა მხოლოდ პიროვნულ წარმატებას, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებასა და პროგრესს.
სწორედ ამიტომ, ათეული წლების წინ საინფორმაციო ტექნოლოგიები მოთხოვნადი სპეციალობა გახდა და მოწინავე პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. მოთხოვნასთან ერთად იზრდება ბაზარზე არსებული შეთავაზებები და კონკურენციაც. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან ერთად გაჩნდა არაერთი სასწავლო კურსი. თუმცა თუ გსურთ, გახდეთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადი კადრი იქნება და მარტივად შეძლებს დასაქმებას, მაშინ აუცილებელია, რომ უმაღლესი განათლება მიიღოთ. ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ის უნივერსიტეტიც, რომელშიც ისწავლით.
გაგიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში:
საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიები არაერთ უნივერსიტეტში ისწავლება. თუმცა მათ შორის მოწინავე პოზიციას იკავებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელშიც დანერგილია პრაქტიკული მიდგომა პირველი დღიდან. BTU-ში სწავლის პირველივე დღეებიდან სტუდენტები იწყებენ პრაქტიკულ სამუშაოებს. Python-ის შესწავლა პროგრამის პირველი კურსიდან იწყება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამირების ბაზისური უნარებიდან სწრაფად გადავიდნენ რეალური აპლიკაციების შექმნაზე. სასწავლო კურსი მოიცავს ყველა მოთხოვნად პროგრამულ ენას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს საკუთარი სტარტაპის შექმნაშიც ეხმარება. სფეროს საფუძვლიანი შესწავლის პარალელურად, უნივერსიტეტში სტუდენტები გაიგებენ, როგორ შექმნან სტარტაპი, როგორ მოიპოვონ დაფინანსება, როგორ მოემზადონ ფიჩინგისთვის და საბოლოოდ, როგორ აქციონ იდეა რეალურ პროექტად.
BTU-ს სტუდენტებს, ტრადიციულად, შესაძლებლობა აქვთ სწავლის 1 სემესტრი ან 1 წელი უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ, მიიღონ უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება და ამავდროულად, ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. ეს კი მათი წარმატებით დასაქმების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში არაერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. მათ შორისაა: ვირტუალური რეალობის ლაბორატორია -VR Lab, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, ბლოკჩეინ ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია და სხვა. ლაბორატორიების ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე უნივერსიტეტთან ერთად ზრუნავენ მისი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები არიან.
საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება. პროგრამის კოდია 195 01 04. რეგისტრაცია 2 აპრილს დასრულდება. 2025-2026 სასწავლო წელს 525 აბიტურიენტი გახდება აღნიშნული პროგრამის სტუდენტი. სწავლის წლიური ღირებულება 2950 ლარია, თუმცა შესაძლებელია სახელმწიფო გრანტის მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დაბოლოს, გეტყვით, რომ ბევრი წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპი უნივერსიტეტებში გაჩნდა. მაგალითად:
(R)