მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები „ეფესბესთან“ - ის მე-11 დღეა შიმშილობს, მინდა მოვუწოდო, შეწყვიტოს შიმშილობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ჩიკვაიძე „გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე“.

„გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ მან ამხილა და კონკრეტულად გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები „ეფესბესთან“ და მისი კურატორი დაასახელა.

ის უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. მინდა მოვუწოდო მას შეწყვიტოს შიმშილობა. ის გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე.

გიორგი მოგიწოდებ ბრძოლის გაგრძელებისკენ სხვა მეთოდებით“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა