ევროკომისიის სპიკერი - ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ - უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონია გამოყოფილი

ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ. უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონია გამოყოფილი, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალური კორესპონდენტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს.

„ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება, რომელიც 120 მილიონზე მეტს შეადგენდა. ჩვენ ასევე შევაჩერეთ 30 მილიონი მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (European Peace Facility) მეშვეობით და ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე მხარდაჭერას 2025 წელს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ. უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონია გამოყოფილი“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი