დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისისა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გარდა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ყოფილ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ლიზ ჩეინის შეუჩერა.

„ყველა აღმასრულებელი დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელს ვავალებ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დამატებითი ქმედება განახორციელონ და აღნიშნულ პირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერონ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გასულ თვეში ჩამოართვა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა