გიორგი ვაშაძე - ვისი გზაა უსაფრთხო? – ჩვენი, ვინც ევროპისკენ მივდივართ! ვისი გზაა საფრთხის მომტანი? – ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსულ ჭაობში ტოვებს!

არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილის შანტაჟმა საქართველო დაუცველი და მარტო დატოვოს! არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას! დღეს, 20:00, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე. არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმს! ჩვენი გზა ევროპაშია!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ვისი გზა არის დაცული და უსაფრთხო? – ჩვენი, ვისაც საქართველოს ევროკავშირისკენ მივყავართ, თუ ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყანას მარტო ტოვებს, მოკავშირეების გარეშე? „ქართული ოცნება" რუსული შანტაჟის იარაღია!

ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, ვისაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავს – რაც მოიტანს დაცულობას რადგან მეტი ევროპა უდრის მეტ უსაფრთხოებას! ივანიშვილმა გაყალბებული არჩევნებით დაბლოკა ჩვენი გზა ევროპისკენ და საქართველო დაუცველად დატოვა – იზოლაციაში, მარტოდ, საფრთხის წინაშე!

ჩვენ ვქმნით რეალურ დაცულობას, რადგან მეტი ევროპა ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ კეთილდღეობას და მეტ თავისუფლებას!

„ქოცებს“ მოაქვთ მხოლოდ იზოლაცია, სიღარიბე, ძალადობა და მეტი საფრთხე – რადგან რუსეთი მხოლოდ სუსტებს და დაუცველებს ესხმის თავს! ისინი შიშს თესავენ და ქართველ ხალხს ძარცვავენ, ჩვენ კი ვიცით, როგორ მოდის დაცულობა, უსაფრთხოება, მეტი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები ევროკავშირთან სიახლოვით.

არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილის შანტაჟმა საქართველო დაუცველი და მარტო დატოვოს!

არ ავყვეთ რუსულ პროპაგანდას! ვისი გზაა უსაფრთხო? – ჩვენი, ვინც ევროპისკენ მივდივართ!

ვისი გზაა საფრთხის მომტანი? – ივანიშვილის, ვინც ბლოკავს საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსულ ჭაობში ტოვებს!

დღეს, 20:00, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე. არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმს! ჩვენი გზა ევროპაშია!“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა