ელენე ხოშტარია - მჭიდრო კოორდინაციის ფორმატი იქმნება - ინტენსიურ რეჟიმში გადავდივართ

ამოცანა გვაქვს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება - საგარეო ვიზიტები, მათ შორის ერთიანი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს „ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.

„ჩვენ ვთქვით, რომ მჭიდრო კოორდინაციის ფორმატი იქმნება, სადაც იქნება გარკვეული პრიორიტეტული მიმართულებები - ეს არის, რა თქმა უნდა, საგარეო მიმართულება. ჩვენი მთავარი ორი სტრატეგიული ამოცანაა, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება. ამის გარშემო სამუშაო პროცესი როგორ დაორგანიზდეს, ამაზე ვმუშაობთ პრაქტიკულად ყოველდღიურად და ძალიან ინტენსიურ რეჟიმში გადავდივართ.

ამოცანა გვაქვს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, აქ საგარეო ვიზიტები, მათ შორის ერთიანი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროტესტის განვითარება, თანამშრომლობა ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც პროტესტს აორგანიზებს და მხარდაჭერა, ზოგადად პროტესტის დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს