დონალდ ტრამპი - კოლორადოს გუბერნატორმა ჩემი მიზანმიმართულად დამახინჯებული პორტრეტი გამოფინა - ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი კი ნამდვილად ყველაზე ცუდია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის გუბერნატორს, ჯარედ პოლისს მემარცხენე რადიკალს უწოდებს და მისი „განზრახ დამახინჯებული“ პორტრეტის გამოფენაში ადანაშაულებს.

„არავის მოსწონს საკუთარი თავის ცუდი სურათი ან ნახატი, მაგრამ ის, რომელიც კოლორადოში, შტატის კაპიტოლიუმში, გუბერნატორმა გამოფინა, ყველა სხვა პრეზიდენტების პორტრეტებთან ერთად, მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული იმ დონეზე, რაც მეც კი, ალბათ, აქამდე არასდროს მინახავს. მხატვარმა ასევე დახატა პრეზიდენტი ობამა და ის შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ჩემი ნამდვილად ყველაზე ცუდია“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ურჩევნია საერთოდ არ ჰქონდეს პორტრეტი, ვიდრე აღნიშნული პორტრეტი ჰქონდეს.

„მან ალბათ დაკარგა თავისი ნიჭი ასაკის მატებასთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრად მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს სურათი, ვიდრე ეს მქონდეს, მაგრამ კოლორადოდან ბევრმა დარეკა და მოიწერა საჩივრით. სინამდვილეში, ისინი გაბრაზებულები არიან ამაზე! მე მათი სახელით ვესაუბრები რადიკალ მემარცხენე გუბერნატორს, ჯარედ პოლისს, რომელიც უკიდურესად სუსტია კრიმინალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტრენ დე არაგუას მიმართ, რომელმაც პრაქტიკულად აიღო ავრორა (ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გადავარჩინეთ!), რომ ჩამოხსნას ის. ჯარედს საკუთარი თავის გამო უნდა რცხვენოდეს!“- წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის