ბაზისბანკი | სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, აგრძელებს სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალურ თეატრთან პარტნიორობას.

ბაზისბანკის მიერ, სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ახალ სეზონზეც თეატრი ბევრ სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. ბანკსა და თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

სანდრო მრევლიშვილის თეატრს, 51-ე სეზონზე უკვე დაგეგმილი აქვს თეატრის და კინოს გენიალური შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის პიესის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის „რეპეტიციის შემდეგ“ პრემიერა. წარმოდგენაში ორი არაჩვეულებრივი მსახიობი მარინა კახიანი და აკაკი ხიდაშელი მონაწილეობს. დამდგმელი რეჟისორია მიხეილ მრევლიშვილი.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თეატრისა და ბაზისბანკის თანამშრომლობა გრძელდება და ერთგვარ ტრადიციად იქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა, ამასთანავე სასიამოვნოა, რომ ბაზისბანკი არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა შემოქმედებით ორგანიზაციებსაც უჭერს მხარს. კულტურა ქმნის წარმატებულ ბიზნესს, წარმატებული ბიზნესი აძლიერებს კულტურას, ორივე ერთად კი ქმნის ჩვენს ყოფას. პირადად ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ბაზისბანკის საიმედო და კრეატიულ გუნდთან მუშაობა და წარმატებას ვუსურვებ მათ“ - აღნიშნა სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ მრევლიშვილმა.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის მხარდაჭერას, გენერალური სპონსორობის ფარგლებში იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან წინა წლების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებელმა არაერთი საინტერესო სანახაობა იხილა. ვფიქრობთ, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულობა ხელოვნების სფეროში ძალიან მნიშველოვანია და დარწმუნებული ვარ, ბანკისა და თეატრის თანამშრომლობა წელსაც პროდუქტიული იქნება, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს თეატრისა და ზოგადად ქართული კულტურის განვითარებას.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორი, თოჯინების თეატრების გაერთიანების და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს