ლევან სამუშია - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან რა შუაში არიან? მათი დაბარება მორიგი რუსული ცირკი და უნიჭო სპექტაკლია - პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ორცხობილებივით აცხობენ

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კოალიციის ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაბარებას „რუსულ ცირკად“ და „უნიჭო სპექტაკლად“ აფასებს.

როგორც სამუშიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, ხაზარაძე და ჯაფარიძე თავად გასცემენ ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხს.

“მორიგი რუსული ცირკი - ამით შეიძლება შეფასდეს. რა შუაშია მამუკა ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან, ან ბადრი ჯაფარიძე რა შუაშია. თუ ვინმეს რამე კითხვები ჰქონდა საერთოდ და რომ ყოფილიყო ამ კითხვების დასმის ელემენტარული საფუძველი, ვინმე როგორ ფიქრობს, რომ 2012 წლიდან 2025 წლამდე კითხვებს ვერ დასვამდნენ და არ დასვამდნენ? ეს არის მორიგი უნიჭო სპექტაკლი. პროკურატურა მათია, სასამართლო მათია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ორცხობილებივით აცხობენ და რამე კითხვა რომ ყოფილიყო, რაღაც გამოგონილ სისულელე საქმეზე ადამიანებს ამდენი ხანი სასამართლოში დაატარებდნენ, იქ ვერაფერი ვერ დაუდასტურეს და ის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია და პრიორიტეტი აქვს მინიჭებული. ვისზე იბარებენ, ვის იბარებენ საერთოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წარმომადგენლებით გატენილი და გაძეძგილები არიან ესენი. შავაძის საქმის გამომძიებელი დღეს პარლამენტის წევრია - “რუსული ოცნების” წარმომადგენელია. კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბათუმის მერია - აქედან დაიწყონ, დაბარება თუ უნდათ.

გელათი თავზე გვენგრევა, სვეტიცხოველში წყალი ჩამოდის, გარეჯი საქართველოაო და კი, საქართველოა, მაგრამ ვინმემ ეს თემა საერთოდ წინ წამოწია? ამ ადამიანებს არც ეროვნული აინტერესებთ, არც ეროვნულობა აინტერესებთ, ესენი მოქმედებენ რუსული დავალებებით.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ყველა ამ საკითხს თვითონ გასცემენ პასუხს”, - განაცხადა სამუშიამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა